RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2016 » მაისი » 24 » საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში
12:57 PM
საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში

ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტმა გამოსცა ავტორთა ჯგუფის მიერ (დოდო ჭუმბურიძე, ვაჟა კიკნაძე, ხათუნა ქოქრაშვილი, ლელა სარალიძე) შექმნილი ფუნდამენტური ნაშრომი - „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში“ - ორტომეული.  ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ ისტორიოგრაფიაში. მასში თანმიმდევრულადაა გადმოცემული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია დაწყებული მეთხუთმეტე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან, მოყოლებული დღემდე. ნაშრომი შეიცავს უზარმაზარ ფაქტობრივ მასალას, წყაროებს, ლიტერატურას  და წარმოგვიდგენს იმ ისტორიულ რეალობას, რომლთა ანალიზის საფუძველზე  შესაძლებელი ხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ობიექტური სურათის აღქმა.

საკითხი უაღრესად აქტუალურია დღეს, როდესაც ქართველი ერის მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან ნაწილს თავისი მზერა რუსეთისკენ აქვს მიმართული. საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიურმა მანქანამ თავისი დაღი დაასვა ქართულ ისტორიოგრაფიას, ადამიანები დღესაც იმყოფებიან (განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები) ამ იდეოლოგიის გავლენის ქვეშ. სსრ კავშირის ისტორიის სახელმძღვანელოები იბეჭდებოდა ყოველ წელს და ისწავლებოდა, როგორც საშუალო სკოლებში, ისე ყველა უმაღლეს სასწავლებლებში და წარმოადგენდა ერთ დიდ სიცრუეს. მას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ჭეშმარიტ ისტორიასთან და ემსახურებოდა კრემლის ამბიციებს,  გადაექცია რუსეთის მიერ დაპყრობილი და ანექსირებული ხალხები ერთიან საბჭოთა მასად.

ჯერ კიდევ ასი წლის წინ, საქართველოს პირველი, დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, ივ. ჯავახიშვილი წერდა: „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ , საქართველოს რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე მოვალეა თავისი ქვეყნის წარსული იცოდეს, განსაკუთრებით ისეთი ხანა, როგორიც მეთვრამეტე საუკუნეა. აწინდელმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამ ჩვეს წარსულშიაც შეიძლება თანამედროვე მდგომარეობისთვისაც ბევრი რამე საგულისხმო და გამაფრთხილებელი ამოიკოთხოს“. აქვე წუხილით დასძენდა დიდი მეცნიერი და მამულიშვილი, რომ „აქამდის ასეთი დიდმნიშვნელოვანი ხანისა და საკითხის შესახებ ქართულად ერთი სპეციალური ცალკე მონოგრაფია არ იყო გამოცემული“.

 ზუსტად ივ. ჯავახიშვილის ამ წუხილს  ეხმაურება ზემოთ აღნიშნულ ავტორთა მიერ შექმნილი ნაშრომი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ეს ორტომეული გამოსაფხიზლებელი ცივი შხაპი იქნება იმ ადამიანებისა თუ პოლიტიკური მოღვაწეებისათვის, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა იდეოლოგიის ბურუსში დაფრინავენ.

დღეს ჩვენ ისევ ვიმყოფებით რუსეთთან საომარ მდგომარეობაში. ერთადერთი იარაღი, რომლითაც შესაძლებებლია რუსეთის ამ ომში დამარცხება არის სიმართლე, რომლისაც რუსეთის იმპერიას ყოველთვის და ყველაზე მეტად ეშინოდა. სწორედ, ერთ-ერთ ასეთ იარაღად გვესახება ნაშრომი, რომელიც დღეს შექმნეს ადამიანებმა, ვინც წლების განმავლობაში კალმით ხელში იცავდნენ და იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას.

აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია შედგება ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში, 30 მაისს დღის 12 საათზე. მელიქიშვილის ქ. N-10

კატეგორია: ახალი გამოცემები | ნანახია: 1313 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.