RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2016 » დეკემბერი » 7 » პროფ. ვაჟა კიკნაძის მონაწილეობა მსოფლიო კონგრესზე ვაშინგტონში.
8:01 PM
პროფ. ვაჟა კიკნაძის მონაწილეობა მსოფლიო კონგრესზე ვაშინგტონში.

2016 წლის 16-22 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ვაჟა კიკნაძე იმყოფებოდა ვაშინგტონში. მან მონაწილეობა მიიღო სლავური, აღმოსავლეთ ევროპის  და ევრაზიის კვლევების ასოციაციის (ASEEES) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ  (48-ე) მსოფლიო კონგრესში.

ვაჟა კიკნაძემ კონგრესზე წარადგინა მოხსენება: "აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურული დიალოგი საქართველოში თამარ დედოფლის მეფობისას."

მოხსენებაში ნაჩვენები იყო, რომ საქართველომ  XIII ს. დამდეგისთვის შეძლო შეექმნა ახალი ტრანსკავკასიური პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მისი აზრით, უნდა მოვიხსენიოთ როგორც "Pax Geogica" ანუ "ქართული მშვიდობა".

იგი, ამავე დროს, იყო მეორე ქართული პანელის "ქართული იდენტობის" დისკუსიების ხელმძღვანელი. ამ პანელზე წარმოდგენილი იყო 2 მოხსენება: პოლ კრეგომ (Paul Crego) განიხილა "წმინდა ნინოს ცხოვრების", XX ს-ის 80-იან წლებში "საქართველოს ეკლესიის კალენდარში" დაბეჭდილი ვერსიები; პროფ. გიული ალასანიამ კი, წარადგინა მოხსენება, რომელშიც ასაბუთებდა, რომ თამარის გარდაცვალების თარიღი არის 1207 წელი. ორივე მოხსენება, ამ პანელის დისკუსიის წარმმართველმა ვ. კიკნაძემ კრიტიკულად განიხილა.

ვაშინგტონში ყოფნის დროს, ინსტიტუტის დირექტორმა მოინახულა აშშ კონგრესი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, აშშ ხელისუფლების სიმბოლო, უზარმაზარი, 100 მ-ის სიმაღლის ობელისკი, ფერადკანიანთა ისტორიის მუზეუმი და ა.შ.

ვ. კიკნაძე აგრეთვე, გაეცნო ვაშინგტონის გარეუბანში (მეტროს სადგურ "Silver spring"-თან) არსებულ ეთიოპიურ დასახლებას და მათ ეკლესიებს. საინტერესოა, რომ ვაშინგტონში, აფრიკიდან გადასახლებულ ეთიოპიურ სათვისტომოს აქვს ორი მოქმედი ეკლესია (ევანგელისტური და მონოფიზიტური).

წარმოგიდგენთ მისი მოგზაურობის ამსახველ ფოტომასალასაც.

 

ვ. კიკნაძე ვაშინგტონის კონგრესის შენობასთან

კონგრესის შენობის შიგნით

წყალსაცავი კონგრესის შენობის წინ

ობელისკი თეთრი სახლის მიდამოებში

ეთიოპური ევანგელური ეკლესია

ვაჟა კიკნაძე მოხსენების დროს

 
კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 818 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.