RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2010 » მარტი » 1 » მივლინებები 2010
7:46 PM
მივლინებები 2010
2010 წლის 16-24 თებერვალს ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა იაპონიაში, ტოჰოკუს უნივერსიტეტში. მან მონაწილეობა მიიღო სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სიმპოზიუმის "Redefining history" მუშაობაში და წაიკითხა მოხსენება: "1924 წლის აჯანყების შეფასება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიაში" (ინგლისურ ენაზე).

2010 წლის 22-28 თებერვალს გერმანიაში, ქ. ბერლინში ჰუმბოლტის უნივერსიტეტის ევროპის ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში: "ურბანული სივრცეები სოციალიზმის შემდეგ. საზოგადოებრივი ადგილების ეთნოგრაფია" მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების გამგემ ქეთევან ხუციშვილმა.

2010 წლის 25 თებერვლიდან 24 მაისამდე გრძელვადიანი სამეცნიერო მივლინებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ნიუ–იორკში, ორგანიზაცია "The New School" - ის მიწვევით გაემგზავრა კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი მალხაზ თორია.

2010 წლის 1-31 მარტს ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის მიწვევით დიდ ბრიტანეთში ბიბლიოთეკებსა და არქივებში სამუშაოდ მიემგზავრება ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი გია გელაშვილი.

 2010 წლის 11-15 აპრილს შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგე მარიამ ჩხარტიშვილი რუსთაველის ფონდის სამეცნიერო პროექტის: "ბეჭდური მედია და ნაციონალური იდენტობის წრთობის პროცესი: "ილიას ივერია" ფარგლებში, New Europe College (Institute for Advanced Study)–ის მიწვევით, იმყოფებოდა რუმინეთში, ქ. ბუქარესტში. მან მონაწილეობა მიიღო სამენიერო სიმპოზიუმის "The Balkans and the Caucasus. Parallel processes in the historical destiny, mentality, culture and future trends on the opposite sides of the Black Sea" მუშაობაში. 

2010 წლის 8-16 მაისს საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი როზეტა გუჯეჯიანი, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად, იმყოფებოდა გერმანიის ქალაქებში: ბერლინსა და მიუნხენში. ის მონაწილეობდა ღონისძიებაში: "საეკლესიო დღეები" 

2010 წლის 12-16 მაისს საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების გამგე ქეთევან ხუციშვილი, იმყოფებოდა თურქეთში, ქ. სტამბულში და მონაწილეობდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის – სწავლების გაუმჯობესების რეგიონალური სემინარის პროექტების დირექტორთა ყოველწლიურ შეკრებაში.

2010 წლის 27 მაისიდან-27 ივნისის ჩათვლით ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი შორენა ლალიაშვილი,როგორც ანთროპოლოგი, მონაწილეობდა კუნძულ კვიპროსზე მიმდინარე გათხრებში. 

2010 წლის 29 ივნისიდან-10 აგვისტოს ჩათვლით ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილების მენიერი თანამშრომელი ნინო ჩარექიშვილი, საქართველო–შვეიცარიის მეგობრობის ორგანიზაციის მიწვევით იმყოფება შვეიცარიაში, ქ. ციურიხში. იგი იმუშავებს ქართველ ემიგრანტთა არქივებზე.

2010 წლის 29 ივნისიდან–2 ივლისის ჩათვლით შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ეკა კვაჭანტირაძე სომხეთში, ქ. ერევანში სომხურ წერილობით წყაროებზე იმუშავებს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივში.

2010 წლის 2-5 ივლისს საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი როზეტა გუჯეჯიანი მიემგზავრება თურქეთში, ქ. სტამბულში, რათა მონაწილეობა მიიღოს ქართველი საზოგადო მოღვაწის ახმედ მელაშვილი–ოზქანის გარდაცვალებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

20-25 ივლისს იტალიაში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნინო აბაკელია. მან მონაწილეობა მიიღო ფლორენციის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.
2-20 სექტემბერს ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, საქართველოს საელჩოს მიწვევით, იმყოფებოდა ლატვიაში, ქ. რიგაში. მან წაიკითხა რამოდენიმე ლექცია.

26 სექტემბერი – 30 ოქტომბერი გერმანიაში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ალექსანდრე თვარაძე.
 
27 ოქტომბერი – 3 ნოემბერი ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვევით, იმყოფებოდა აშშ–ში. მან მონაწილეობა მიიღო ევროპისა და რუსეთ–ევრაზიის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში. მოხსენება: "რუსეთის სინოდის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში 1905 წლის რევოლუციის დროს"
კატეგორია: მივლინებები | ნანახია: 1614 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.