RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2016 » ივნისი » 1 » ივ. ჯავახისვილის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
5:10 PM
ივ. ჯავახისვილის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
 

ივ. ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, მიმდინარე წლის 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

ამავე კონფერენციაზე, 30 მაისს, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის (სამეცნიერო ხელმძღვანელი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი . ჭუმბურიძე) ფარგლებში მომზადებული და გამოცემული წიგნის _ "საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში" (ნაწილი I-II, გამომცემლობა "მერიდიანი") პრეზენტაცია.

წიგნის ავტორები არიან: დოდო ჭუმბურიძე, ვაჟა კიკნაძე, ლელა სარალიძე, ხათუნა ქოქრაშვილი; რეცენზენტი _ ოთარ ჯანელიძე.

ორი ნაწილისაგან შემდგარი წიგნი 1400-მდე გვერდს შეიცავს. ნაშრომი ასახავს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მთავარ ასპექტებს XV ს-დან დღემდე. ბევრი ისტორიული მოვლენა წიგნში ახლებურად არის გააზრებული. წიგნში გაანალიზებული და შეფასებულია რუსეთ-საქართველოს ომები, მათ შორის, 2008 წლის ომი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ნაშრომში გამოყენებულია ქართული და უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემები, საისტორიო წყაროები და საარქივო დოკუმენტები. მას თან ერთვის ავტორთა მიერ, ქართულ ენაზე, პირველად ნათარგმნი დოკუმენტები ბიბლიოგრაფიული შენიშვნებითა და სათანადო კომენტარებით.

 
კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 867 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.