RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2011 » დეკემბერი » 21 » ინფორმაცია შვედეთში სამეცნიერო მივლინების შესახებ
5:47 PM
ინფორმაცია შვედეთში სამეცნიერო მივლინების შესახებ
24-25 ნოემბერს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში და საუნივერსიტეტო ქალაქ უფსალაში (სტოკჰოლმიდან ჩრდილოეთით 70 კმ-ზე) ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა შვედურ-ქართულ ურთიერთობებს XI ს-ში.

კონფერენცია შვედეთში საქართველოს საელჩოს ეგიდით ჩატარდა. მის ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის პირადად საქართველოს ელჩს შვედეთში, კონსტანტინე ქავთარაძეს.

კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ; ასევე, ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ისტორიის დოქტორმა გიორგი ჭეიშვილმა.

ინსტიტუტის დირექტორმა კონფერენციაზე ორი მოხსენება წარადგინა: "საგა ინგვარ მოგზაურის შესახებ და ქართული წყარო ("მატიანე ქართლისა")" და "ბაგრატ IV, ლიპარიტ ბაღვაში და ვარანგები ანუ ვიკინგები საქართველოში".

საინტერესოა, რომ კონფერენციის ერთ-ერთი სხდომა ჩატარდა სტოკჰოლმის ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში (ე.წ. "ვიკინგების მუზეუმში"). მუზეუმის დარბაზში შვედეთის 50-მდე წამყვანი მეცნიერი იყო წარმოდგენილი. ვაჟა კიკნაძისა და გიორგი ჭეიშვილის მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციას განუმეორებელი ელფერი შესძინა ბატონი კოტე ქავთარაძის მიერ გამართულმა პრეზენტაციამ და მიღებამ. მიღება გაიმართა ვიკინგების მუზეუმის ოქროს ფონდში, სადაც ჩვეულებრივ, არც ფოტო და არც კინო გადაღება არ შეიძლება და მნახველთა ვიზიტის დროც მკაცრად განსაზღვრულია. ქართველებისათვის ოქროს ფონდში გამონაკლისი დაიშვა და მიღებამ საღამოს 5 სთ-დან 11 სთ-მდე გასტანა.

შვედი კოლეგებისათვის ნამდვილი აღმოჩენა იყო ოქროს ფონდში წარმოდგენილი ქართული სამზარეულოს დელიკატესები (ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხაჭაპური, ქართული ღვინო) და ასევე, საჩუქრად მირთმეული სვანური ქუდები. ქართველი მასპინძლები (შვედეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ქართველი მეცნიერები, აჭარის ავტ. რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც სწორედ ამ დროს ეწვივნენ სტოკჰოლმს) და შვედი მეცნიერები, ამ ყველაფერს მიირთმევდნენ ვიტრინებში განლაგებული ვიკინგების ათეულობით კილოგრამობით ოქროსა და ძვირფასი ნივთების ფონზე. ოვალური დარბაზის ცენტრში მდებარე აუზი კი, სავსე იყო მთელი საქართველოდან ჩამოსული ტურისტების მიერ წყალში ჩაყრილი ასეულობით მონეტით.
კონფერენციაზე დაისახა შვედურ-ქართული სამეცნიერო ურთიერთობების გაგრძელების პერსპექტივები. 2012 წლის გაზაფხულზე, საპასუხო ვიზიტით, თბილისს ეწვევა შვედ მეცნიერთა ჯგუფი პროფესორ გუნილა ლარსონის ხელმძღვანელობით. ზაფხულისათვის კი, სვარაუდოდ, დაიწყება დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები საქართველოს იმ რეგიონებში, რომელთაც XI ს-ში ვიკინგები ესტუმრნენ.

ვაჟა კიკნაძე


კატეგორია: მივლინებები | ნანახია: 1657 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.