RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2014 » სექტემბერი » 30 » არჩილ ჩაჩხიანი: რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკ.ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში(1918-1920)წწ.
3:29 PM
არჩილ ჩაჩხიანი: რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკ.ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში(1918-1920)წწ.

არჩილ ჩაჩხიანი: რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა  და შავიზღვისპირეთში (1918-1920) წლები -PDF

 

   

დავით აღმაშენებლის სახელობის

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი

რედაქტორი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ სონღულაშვილი.

რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გამახარია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა.

წინამდებარე ნაშრომი სამხედრო-სამეცნიერო ხასიათის გამოკვლევაა, რომელშიც მდიდარ წყაროთმცოდნეობით ბაზაზე დაყრდნობით, ქართულ ისტორიოგრაფიაში მეცნიერული თვალსაზრისით პირველადაა წარმოდგენილი 1918-1920 წლებში ქართული შენაერთების საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთსა და შავიზღვისპირეთში. განხილულია ბოლშევიკური რუსეთისა და თეთრგვარდიული მოძრაობის იმპერიული ექსპანსიონიზმის არსი, ამ იდეოლოგიით გამყარებული სამხედრო-პოლიტიკური აგრესია პირველ ქართულ რესპუბლიკასთან მიმართებაში. ნაშრომში გარკვეული ადგილი აქვს დათმობილი ამიერკავკასიაში ბრიტანული საოკუპაციო ჯარების ფაქტორს და მისი სარდლობის ორსახოვან პოლიტიკას. წარმოდგენილი სამხედრო ხასიათის საარქივო დოკუმენტაციის (ფოტომასალა, პატაკები, მოხსენებითი ბარათები, ოპერატიული შიფროგრამები, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის სხდომების ოქმები და სხვა) დიდი ნაწილი პირველადაა შემოტანილი სამეცნიერო ბრუნვაში, რომელთა ანალიზის საფუძველზე განხილულია 1918-1920 წლებში სოხუმისა და სოჭის ოლქებში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესები _ ბოლშევიკთა წითელგვარდიული რაზმების, თეთრგვარდიული ნაწილებისა და ქართული საჯარისო შენაერთების მიერ წარმოებული საბრძოლო მოქმედებები. ჩატარებულია რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზი, ხოლო სამხედრო ხელოვნების კუთხით _ ბრძოლების ტაქტიკური ანალიზი. წიგნი განკუთვნილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და მეცნიერისტორიკოსებისათვის, აგრეთვე სამხედრო ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. ავტორი დიდი ინტერესით მიიღებს მკითხველთა მიერ გამოთქმულ საქმიან შენიშვნებსა და წინადადებებს.

გამოცემის რედაქტორი: ქეთევან ოსეფაიშვილი.

ტექნიკური რედაქტორი: პოლიტოლოგიის დოქტორი,

ვიცე-პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე.

სტილისტი: თინათინ პავლიაშვილი.

დამკაბადონებელი: სოფიო გოცაძე.

ავტორი: ისტორიის დოქტორი, პოლკოვნიკი არჩილ ჩაჩხიანი.

© საავტორო უფლებები დაცულია. All rights reserved.

© არჩილ ჩაჩხიანი, 2014.

ეძღვნება აფხაზეთისათვის დაღუპულ გმირებს

კატეგორია: ახალი გამოცემები | ნანახია: 1409 | დაამატა: მამუკა | ტეგები: აფხაზეთი, ჩაჩხიანი, რუსეთი, საბრძოლო მოქმედებები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.